შ.პ.ს.
სახანძრო სიგნალიზაცია
”ნაპერწკალი”

 


პარტნიორი საიტები

სახანძრო სიგნალიზაციის სისტემები და მართვის პანელები


ისრაელის ფირმა TeleFire-ს პროდუქცია

სამისამართო სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა ADR-3000

ციფრული ტექნოლოგიების ბაზაზე დაფუძნებული სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა უზრუნველყოფს ყველა სამისამართო მოწყობილობის ცალ-ცალკე მონიტორინგს და მართვას, გარემო პირობებისაგან დამოკიდებულებით ყველა დეტექტორის მგრძნობიარობის ინდივიდუალური დარეგულირებას, შემავალი და გამავალი მოწყობილობების ჩართვისათვის ბრძანების მიწოდებას (დაწვრილებით...).

 

  TFP-3000-ის სისტემის სამისამართო სახანძრო ტელეფონი
                 TFP-3000 წარმოადგენს  სამისამართო სახანძრო სატელეფონო  სისტემას, რომელიც ინტეგრირებულია   სახანძრო მართვის პანელ ADR-3000-სში. სისტემა საშუალებას იძლევა
აკონტროლოს მრავალრიცხოვანი ცალკეული სახანძრო კერა და ტელეფონის მეშვეობით ამცნოს მოსამსახურეს.

ჩვეულებრივი მართვის სახანძრო პანელი TSA-1000.
მართვის ამ სისტემას გააჩნია 4/8/12/16 ოდენობის ხანძრის აღმომჩენი ხაზი. განკუთვნილია
მცირე , საშუალო კომერციული, სამრეწველო და ადმინისტრაციული დანიშნულების ობიექტებისათვის. TSA-1000 ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის მოწყობილობის გაწყობა ძალზე მოხერხებულია მონტაჟის თვალსაზრისით და ასევე ადვილად შეიძლება გადაეწყოს (კონფიგურირებულ იქნას) ყოველგვარი დამატებითი სპეციალური ინსტრუმენტების გარეშე. მისი სრულყოფილი მატრიცა საშუალებას იძლევა შემუშავებულ იქნას მოქნილი ცვლადი სისტემა როგორც მარტივი, ასევე ძალზე რთული მოთხოვნების შესაბამისად. 

 

 ხანძრის სიგნალიზაციის ორპოზიციური მოწყობილობა TSA-200.
იგი მზადდება Telefire-ის სტანდარტის გათვალისწინებით. იგი წარმოადგენს ორპოზიციურ
ხანძრის სიგნალიზაციის მართვის პანელს ხანძრის აღმოჩენისა და მისი ავტომატურად ჩაქრობისთვის  TSA-200 ემსახურება ისრაელის სტანდარტის 1220 მუხლის ნაწილი 2-ის, UL 864 მეცხრე გამოცემისა და EN-54-ის ევროპულ სტანდარტის მოთხოვნებს.

 ხანძრის ჩვეულებრივი მართვის პანელი GSA-1000.
GSA-1000 წარმოადგენს თანამედროვე კომპიუტერიზირებულ სახანძრო სიგნალიზაციის მართვის პანელს გაზისა და ხანძრის  აღმოჩენისა და მისი  ავტომატურად ჩაქრობისათვის.
მას გააჩნია ხანძრის აღმომჩენი  4, 8 და 16 საშუალედო პროგრამირებადი გამოსასვლელი ხაზები, რომლებიც ემსახურებიან სირენების. ხანძრის ავტომატურად ჩაქრობის, ევაკუაციის ან სხვა მომსახურების საშუალებებს. 

 

ხანძრის ჩვეულებრივი მართვის პანელი GSA-2B.
მართვის ამ პანელებისთვის დამახასიათებელია დეტექტორების ფართო სპექტრის გამოყენება. იგი ხასიათდება  სახანძრო სიგნალიზაციისა და ქრობის ორმაგი ზონა.

 

 

საევაკუაციო სისტემა  EVAX-25 EVAX 25.
იგი წარმოადგენს საევაკუაციო სისტემას, რომელიც ინტეგრირებულია  სახანძრო მართვის პანელ ADR-3000-სში. სისტემის კვება განხორციელებულია ანალოგური  სამისამართო ADR-3000-ით და საშუალებას იძლევა გამოსცეს გამაფრთხილებელი სტანდარტული ხმები და შეტყობინებები დასაცავ შენობებში.

 


დანიური ფირმა Fire Eater A/S-ის პროდუქცია

სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა SD64 + / 082

სახანძრო სიგნალიზაციის სისტემა SD64 + / 082 გამოირჩევა მაღალი წარმადობითა და ხარისხით, პროგრამირებადი მიკროპროცესორით მართვით. სერტიფიცირებულია EN 54 и SSPB რუსეთში, მისადაგებულია რიგი ქვეყნების: ყაზახეთის, ომანის, ბახრეინის, არაბეთის გაერთიანებული ემირატების, ბულგარეთის,რუსეთის შესაბამის სტანდარტებზე.

  Copyright © Ltd "Ariasi". All rights reserved. საიტის დამზადება